მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს

13 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლდიმერ ონოფრიშვილმა თქვა და აღნიშნა, რომ დაჯილდოების შემდეგ გაიმართება სოლო კონცერტიც.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დასწრება.

“13 სექტემბერს საღამოს შვიდ საათზე პრეზიდენტის ინიციატივით ათონელის ქუჩის მიმდებარედ, კერძოდ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც პრეზიდენტი გადასცემს ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს ჯილდოებს. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას და იმედია, მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ ხალხს ექნება საშუალება მიულოცონ ოლიმპიელებს გამარჯვება. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც, დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და ჩვენი ბენდის კონცერტი და ამით დასრულდება ეს ღონისძიება. ვეპატიჟებით ყველას 13-ში, საღამოს შვიდ საათზე. ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების გამარჯვება”- თქვა ონოფრიშვილმა.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების შესახებ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ ისაუბრა.

პარალიმპიელი ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები წარდგენილნი იქნებიან შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ოლიმპიელების შემთხვევაში.

„პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში და ისინი წარდგენილნი იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები. ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button