მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ტელეფონით ესაუბრა.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ X-ში დაწერა, ზურაბიშვილმა მასთან საუბარში დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის თემისადმი მიძღვნილ „მშვიდობის სამიტში“, რომელიც 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება

„მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში შეუძლია, უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც. როგორც ზელენსკი წერს, სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა, რომ დაადასტურა მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე დასწრება.

„მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში შეუძლია, უზრუნველყოს ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა“, – აღნიშნავს ზელენსკი.

„აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორი კვირის ვადაში კანონპროექტს ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. „ქართულ ოცნებას” ვეტოს დასაძლევად პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს.

„აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად ერთგვარი კამპანიის სახე მიიღო გაურკვეველი პირების მხრიდან კანონის აქტიურ მოწინააღმდეგეებზე ქუჩებში ფიზიკურმა ძალადობამ, მათ სახლებსა და ოფისებთან შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური შინაარსის პოსტერების გამოკვრამ და მუქარის შემცველმა სატელეფონო ზარებმა.
ცნობისთვის, შვეიცარიაში, 15-16 ივნისს უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება.

ასევე საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შალ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button