რეგიონი

ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა „აგენტების“ კანონის მიღება და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება გააპროტესტეს

ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა „აგენტების“ კანონის მიღება და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება გააპროტესტეს.

ახალგაზრდები ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, საპროტესტო ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ.

მათ კვლავ მსვლელობა მოაწყვეს სკანდირებით, “საქართველო! არა რუსეთს! აფხაზეთი საქრთველოა”, რათა ხმა მიეწვდინათ ყველასთვის, ვინც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობს.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button