ახალი ამბებიმნიშვნელოვანი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ბელორუსში მიმდინარე მოვლენებზე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც რადიო ჰერეთი უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.
ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას.
გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.