მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს საჯარო უწყებებში უქმე დღეებია

დღეიდან, 3 იანვრიდან მთელი კვირა უქმეა საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის. ახალი წლის და შობის დღესასწაულების პერიოდში საჯარო უწყებებისთვის 10 იანვრამდე პერიოდის უქმედ გამოცხადების გადაწყვეტილება 2021 წლის ბოლო სხდომაზე, 28 დეკემბერს მიიღო კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.
უქმე დღეების მიუხედავად, ჩვეული რეჟიმით მუშაობს სპეციალური პენიტენციური სამსახური. მისი ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად განხორციელდება:

• ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ვიზიტორების მიღება;

• პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი ყველა პაემანი;

• ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებრივი მისაღებები არ იმუშავებენ მხოლოდ შობის დღესასწაულზე, 7 იანვარს.
უქმედ გამოცხადებულ დღეებში, გარდა 7 იანვრისა, ჩვეული რეჟიმით მუშაობენ იუსტიციის სახლებიც.

კერძო სექტორის დაწესებულებები უქმე დღეების შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად იღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button