საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე რევაზ ნადარაია იქნება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდოამრე რევაზ ნადარაია იქნება. მისი არჩევის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს სასამართლოს პრესსამსახური.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა.
უწყებაში განუმარტეს, რომ თავმჯდოამრე აირჩეოდა დახურულ სხდომაზე, დახურული კენჭისყრით – შესაბამისად, უცნობია, რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდოამრე აირჩევა 5 წლის ვადით, თუმცა მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა 10 წელია.
9-წევრიან სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს – უზენაესი სასამართლო, სამს კი პარლამენტი.
როგორ მოხვდა რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოში?
ნადარაიამ საკონსტიტუციოს მოსამართლე 8 აპრილიდანაა.
ის 9 წევრიან პლენუმში უზენაესი სასამართლოს კვოტით მოხვდა, როცა უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით 5 წლით ადრე, 28 მარტს მოსამართლეობაზე უარი თქვა შოთა კიკილაშვილმა;
ზუსტად ორ დღეში, 30 მარტს მოქმედ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავსა 10-წლიანი ვადა ამოეწურა.
ტურავას შემცვლელის ასარჩევად პარლამენტს სრული შემადგენლობის 3/5, ანუ 90 ხმა სჭირდებოდა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, კიკილაშვილის შემცვლელი ნადარაია კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა შეარჩიეს.რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2025 წლის 3 აპრილს აირჩია. სხვადასხვა დროს იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პალატებში); საკონსტიტუციო სასამართლოში გაწესებამდე, 2021 წლიდან, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. სხვადასხვა დროს, ამავე სასამართლოში ეკავა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარის პოზიციები. ამასთანავე, რევაზ ნადარაია 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2019 წელს კი არჩეულ იქნა საპროკურორო საბჭოს წევრად.