ევაკუაცია ჰანოვერის სტადიონზე [Photo/video]

გერმანიისა და ჰოლანდიის ამხანაგური მატჩი განგაშის გამო გადაიდო, – გადმოსცემს Reuters.

განგაში თამაშამდე 2 საათით ადრე დაიწყო და ჰანოვერის AWD-Arena სტადიონზე ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სტადიონზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინა. როგორც BBC-ის კორესპონდენტი იუწყება, გულშემატკივრებს პოლიციამ სტადიონის ორგანიზებულად დატოვებისკენ მოუწოდა, რათა პანიკა არ შექმნილიყო. თამაშს გერმანიის კანცლერი – ანგელა მერკელიც უნდა დასწრებოდა.

ზოგიერთი მონაცემებით, გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელი უკვე სტადიონზე იმყოფებოდა. პოლიციამ სტადიონთან მისასვლელები ნახევარი საათით გადაკეტა. გერმანული მასმედიის ინფორმაციით, განგაში უპატრონოდ მიტოვებულმა ჩემოდანმა გამოიწვია, რომელიც სამართალდამცველებმა სტადიონთან აღმოაჩინეს. მოგვიანებით, პოლიციამ გამოაცხადა, რომ ჩემოდანი საშიშროებას არ წარმოადგენდა. თუმცა გამოცემა Bild-ი წერს, რომ სამართალდამცველები სტადიონთან აფეთქების შესახებ ინფორმაციას უკვე წინასწარ ფლობდნენ.

“საუბარია სტადიონისა და გულშემატკივართა სიცოცხლის უსაფრთხოებაზე. აფეთქება წინასწარ დაგეგმილი იყო. ჩვენ სერიოზული მტკიცებულება გაგვაჩნია”, – განაცხადა ჰანოვერის პოლიციის უფროსმა ვოლკერ კლიუვემ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23247″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button