მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი
საქართველოსა და რუსეთის სარაგბო მატჩი გადაიდო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის კიდევ ერთხელ გადაიდო.
კორონავირუსის პანდემიის გამო, 14 მარტიდან 1 ნოემბრისთვის გადატანილი თამაშისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს ცარიელი ტრიბუნებით უნდა ემასპინძლა, მაგრამ „რაგბი ევროპამ“ შეხვედრის კიდევ ერთხელ გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მატჩის ჩატარების ახალი თარიღი მოგვიანებით დამტკიცდება.