საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ხვალ, 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღეა.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება.

“სამწუხაროდ, გვყავს ჩვენ დაღუპულები და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს საქართველოს მთავრობის სახელით. ძალიან დიდი ტრაგედიაა და მინდა გლოვის დღედ გამოვაცხადოთ. ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button