12 გარდაცვლილის საბოლოო მონაცემი უცნობია

უკანასკნელი ოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ია. ჟურნალისტებს ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აცნობა.  

საგანგებო შტაბებს ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებიათ გარდაცვლილთა სრული სია. შესაბამისად, ზუსტი მონაცემები ამ დრომდე უცნობია მედიისს წარმომადგენლებისთვისაც.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კი ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ საავადმყოფოებში 37 პირი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით ამ დრომდე 24 პირი დაკარგულად ითვლება.

ოფიციალური პირები ითხოვენ ჟურნალისტებთან გარკვეულ ვადას, რადგან ბოლომდე იქნას მიყვანილი სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. ამ მოტივაციით, გამთენიისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან თავი შეიკავა გარდაცვლილთა ზუსტი ციფრის დასახელებისგან.

ამასთანავე, ქალაქის მერის დავით ნარმანიას თქმით, გაქცეულ ცხოველთა ნაწილი ისევ დაკარგულად ითვლება და მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

“ბოლო წუთის მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 ადამიანამდე გაიზარდა. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დაჭერილი ის ცხოველებიც, რომლებიც ზოოპარკიდან გაიქცნენ. ამიტომ მინდა მოსახლეობას ვთხოვო, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან. მიმდინარეობს ზარალის დათვლაც”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თბილისის სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 40 მილიონ ლარს მიაღწია.

მსგავსი პოსტები

Back to top button