კომპანია “ფრესკო” სტიქიისგან დაზარალებულებს დაეხმარება

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” თბილისში სტიქიისგან დაზარალებულებს დაეხმარება, ამის შესახებ რადიო ჰერეთს “ფრესკოს” მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე სიხარულიძემ განუცხადა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს. დაზარალებულთა მხარდაჭერის, თანადგომისათვის კი კომპანია იღებს ვალდებულებას და დახმარებას გავუწევთ თითოეულ დაზარალებულ ოჯახს და მოვამარაგებთ მათ საჭირო საკვები პროდუქტებით. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოთ მათ ამ მძიმე წუთებში” – განაცხადა სიხარულიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button