ეკონომიკამნიშვნელოვანიმოზაიკასიახლეები

საქართველოში ახალი დაბალბიუჯეტიანი Eurowings ფრენას დაიწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Eurowings შემოდის / Eurowings to enter Georgian Aviation Market – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA ავრცელებს.
გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს.
GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ავიაგადამზიდველი ფრენებს დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 4 ივლისიდან, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
• დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი, 4 ივლისიდან ყოველ კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) – ყოველ ოთხშაბათს და კვირას.
ბილეთის 1 გზის ფასი 159-319 დოლარამდე მერყეობს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა დღეს, 4 ივნისს მიენიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button