საქართველოში განიხილავენ ქვეყნის უბლოკო სტატუსის საკითხს

ბიუროს ჩაშლილი სხდომა – მიზეზი კვორუმის არარსებობაა.  ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსი თუ დავით უსუფაშვილის კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპული კურსი – რომელ ინიციატივას დაუჭერენ მხარს ფრაქციები, საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება, თუმცა დეპუტატების დიდი ნაწილის პოზიცია ცნობილია. 

ნინო ბურჯანაძის პარტია უბლოკო სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პარტიის ლიდერი სტატუსს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ნინო ბურჯანაძე პროდასავლურ პარტიებს, რომლებიც უბლოკო სტატუსს ეწინაღმდეგებიან, პირდაპირ ეთერში ღია დისკუსიას სთავაზობს, სადაც ისინი საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენენ საქართველოსთვის უბლოკო სტატუსისა და ნატოს მნიშვნელობის შესახებ.

“უბლოკო სტატუსი არის საქართველოს მიერ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნების უგულებელყოფა,” – ლევან ბერძენიშვილი

ნინო ბურჯანაძის პარალელურად დავით უსუფაშვილი საპასუხო კანონპროექტის დასარეგისტრირებლად ემზადება და ხელმოწერებს აგროვებს. რესპუბლიკელები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სწორედ იმის გამო, რომ ქვეყანაში არსებობს საფრთხეები, აუცილებელია, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული იყოს, საქართველოს ურყევი ნება, გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი.

„საქართველო არც ერთ სამხედრო ბლოკში არ უნდა იყოს გაერთიანებული,“-ზურაბ ტყემალაძე

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უბლოკო სტატუსს მხარს არ დაუჭერენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. თუმცა უბლოკო სტატუსს მხარს უჭერენ ჯერ კიდევ უმრავლესობაში მყოფი მრეწველები. მათი თქმით, ქვეყანას ნეიტრალიტეტი სჭირდება.

შალვა ნათელაშვილი უსუფაშვილის ინიციატივაზე საუბრობს

ლეიბორისტული პარტიის წევრი ლიდერი შალვა ნათელაშვილი დავით უსუფაშვილის ინიციატივას საქართველოს კონსტიტუციაში ევროატლანტიკური არჩევანის დაფიქსირების შესახებ ეხმაურება. პარტიის თავჯდომარე ორივე მათგანს, დავით უსუფაშვილის ინიციატივას და ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას, წინასაარჩევნო პიარს უკავშირებს. ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ შეფასება გააკეთა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა გიორგი რუხაძემაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button