მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინული ძალების კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც არ არის საკმარისი.

ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი”, – თქვა დანილოვმა.

გუშინ, დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავისი ვადა ამოწურა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსმა დიქტატორმა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა სწორედ მაშინ დაუშვა, როდესაც უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.

ამათან უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, გენერალურ შტაბს ახალი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ აქვს.

“ამჟამად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვედანაყოფების მომზადებას, რომლებიც კონტრშეტევაში მიიღებენ მონაწილეობას.

რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში დამტკიცებული სამობილიზაციო გეგმა ნამდვილად არ არის დასრულებული და უფრო მეტიც, არ არის გადაჭარბებული. გენერალურ შტაბს ახალი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ აქვს”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინული ძალები აგრძელებენ მტრის შეტევების მოგერიებასა და მათთან გამკლავებას. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინული არმია ცოცხალი ძალის დეფიციტს არ განიცდის.

უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ის გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთის ფედერაცია უკრაინიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button