მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში გერმანიის ელჩი შეიცვალა

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ კნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს პეტერ ფიშერი.

პეტერ ფიშერი კარიერული დიპლომატია და გერმანიის საგარეო უწყებაში მუშაობს 1986 წლიდან. სხვადასხვა დროს მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, ლონდონში, თელ-ავივში, შანხაისა და სინგაპურში.
ცნობისთვის, 2018 წლის ივლსიდან დიპლომატი ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო ელჩად დანიშვნამდე კი ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის & ექსპორტის კონტროლის ფედერალური ოფისის ხელმძღვანელი ბერლინში. ეს სამსახური მუშაობს გლობალური ენერგეტიკული და კლიმატის შემუშავებაზე, ასევე ექსპორტის კონტროლსა და საერთაშორისო სანქციებზე.

რაც შეეხება ჰუბერტ ქნირშს, ის საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.
ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button