საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

21-22 აგვისტოს საქართველოში უნალექო ამინდი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-39 გრადუსამდე იქნება აღმოსავლეთში კი 31-36 გრადუსამდე.
რაც შეეხება თბილისს, 21-22 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება.