
86 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი პოლიტიკური კარიერა ჰქონდა. შირაკი ამჟამინდელი წამყვანი რესპუბლიკური პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი იყო.
რამდენიმე წლის განმავლობაში მას მეხსიერების დაქვეითება ჰქონდა, ასევე შირაკი ებრძოდა ალცჰეიმერის დაავადებას, რომელიც მას მცირე ინსულტის შემდეგ განუვითარდა.
შირაკი, საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაური 1995-2007 წლებში, მის ანგარიშზეა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, უწყვეტი პოლიტიკური კარიერა ევროპაში – ორჯერ პრეზიდენტი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი და 18 წლის განმავლობაში პარიზის მერი.
ჟაკ-შირაკი დაიბადა 1932 წელს, ბანკის მმართველის ოჯახში, მამა მოგვიანებით გახდა Dassault საჰაერო კომპანიის მმართველი დირექტორი.