მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის 2 981 დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 2 981 შემთხვევა. დამატებით 2 001პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 პაციენტი გარდაიცვალა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 201 368 შემთხვევა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
გამოჯანმრთელებულია – 169 282
გარდაცვლილია – 1 953
კარანტინის რეჟიმში რჩება – 471
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 74 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 52 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი