რეგიონი

ზუგდიდში ქმარმა ცოლი მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელში 61 წლის ქმარმა ცოლი მ. კ. ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა.

არსებული ინფორმაციით,მეზობლებმა ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს.

გვიან ღამით დაშავებული შუახნის ქალი მარინა კ. კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმებმა შუახნის ქალი მიყენებული დაზიანებების გამო,ვერ გადაარჩინეს.

გოჩა შ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ რამდენიმე საათით მიიმალა.

იგი პოლიციამ გამთენიისას დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ქალის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button