სირიაში პანკისელი ოჯახი დაიღუპა

სირიაში პანკისელი ოჯახი – ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ოჯახი დაბომბვას ემსხვერპლა
ერთი ოჯახი წევრების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” სოფელ ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ოთარ მუთოშვილმა დაუდასტურა, თუმცა მისთვის უცნობია რა ვითარებაში დაიღუპნენ ისინი.
ამბობს, რომ უკვე რამდენიმე საათია ჯოყოლოსა და ბირკიანში სამძიმარს იღებენ. ერთი სოფლიდან ცოლი იყო, მეორიდან ქმარი.
სირიაში პანკისელი ოჯახის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინაც გავრცელდა, თუმცა ეს ცნობა მაშინ არ დადასტურდა.
ცნობიალია, რომ ისინი სირიაში 4 წლის წინ წავიდნენ.
ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგნელს ოთარ მუთოშვილს ვკითხეთ, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა კახა ტოხოსაშვილი
ე.წ ისლამური სახელმწიფო მებრძოლი? მუთოშვილი ამბობს, რომ მან მხოლოდ ის იცის, რომ ეს ოჯახი სრიაში იყო.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 30-მდე პანკისელი ემსხვერპლა.