მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 2 470 შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 2 243 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 229 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 206 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,7 მილიონზე მეტი.