საქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 416-მდე გაიზარდა. ასევე, 107 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ახალი შემთხვევების უმრავლესობა ადრე დადასტურებულის კონტაქტები არიან.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 5 160 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 579. 416 ინფიცირებულიდან, 5 გარდაიცვალა. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ, 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ასევე, ამირან გამყრელიძის თქმით, ხვალიდან, 23 აპრილიდან კორონავირუსზე ტესტებს კიდევ ხუთი ლაბორატორია ჩაატარებს. როგორც მან განმარტა, სამი ლაბორატორია თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში დაემატება.

“ეს ნიშნავს, რომ უფრო გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი იქნება PCR ტესტირებისთვის მოსახლეობა”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button