მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი, 71 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 152 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551 პირი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button