მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით მეათე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია და იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ჰოსპიტლის განმარტებით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 4 702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 459 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button