საქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

81 წლის პაციენტი ბათუმის კლინიკა “მედალფაში” გარდაიცვალა. გარდაცვლილი მამაკაცი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ექიმების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. მანამდე კი, კორონავირუსმა 81 წლის მამაკაცის ცოლი იმსხვერპლა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4 769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button