მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში სადისტრიბუციო მანქანა ეკლესიას დაეჯახა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში, დისტრიბუციის ავტომანქანა ეკლესიას შეეჯახა და ამობრუნდა.

შემთხვევის დროს მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა.

შეჯახების დროს არავინ დაშავებულა, არ დაზიანებულა ეკლესიის კედელიც.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

გამოძიება სსკ 276- ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button