“საქართველოში “Maroon 5″, რობი უილიამსი, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ”

პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში ჯგუფი “Maroon 5”, რობი უილიამსი, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროს რამაზოტი კონცერტს 24 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს.თბილისში – „დინამო არენაზე“ იმღერებს რობი უილიამსი 27 მაისს.

ხოსე კარერასი 18 ივნისს ქუთაისში გამართავს კონცერტს, ხოლო “Maroon 5” ბათუმში 7 ივნისს იმღერებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტი – Check in Georgia იწყება.

როგროც სამინისტროში აცხადებენ, Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიაა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.

კულტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

Check in Georgia-ს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button