მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა რუსთაველზე აქცია გამართეს

აქცია უკრაინის ომის წინააღმდეგ – რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეები იმყოფებიან. აქციაზე იმყოფებიან არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებიც. ისინი ამტკიცებენ, რომ რეჟიმს გამოექცნენ და ომს ეწინააღმდეგებიან.

„შეუძლებელია სრულად გაიაზრო ამ ტრაგედიის კოშმარი. რუსეთის ხელისუფლება და ჯარი სჩადის ძალადობას, ანგრევს სახლებს, მაგრამ უკრაინამ გაუძლო. უკრაინა გაიმარჯვებს და მალე დაიბრუნებს თავის მიწებს“ – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. სიტყვით გამოვიდნენ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები. მომიტინგეებმა ფული და ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინელი დევნილების დასახმარებლად.
“არა ომს” – ამ ფრაზას სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მათ აქვთ მოლოდინი, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

შეგახსენებთ რომ საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა რუსთაველზე აქცია ჩაატარეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button