მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები მატულობს

დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% „ომიკრონის“ შტამია

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 816 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

წინა დღის მონაცემეთან შედარებით, “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევები 216-ით არის გაზრდილი.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ვაქცინის “ბუსტერ” დოზები გაიკეთონ, ატარონ პირბადე და მოერიოდნ ხალხმრავალ თავშეყრებს.

“1000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის შემთხვევა. დადებითი, რაც შეიძლება ითქვას, ომიკრონის მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევები, სისტემა სრულად მობილიზებულია და მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიუკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდიათ ინფიცირებულების მკურნალობას. შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება ფაიზერის და მერცის მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა.

ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის ხმა

აქვე გეტყვით იმას რომ საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების პიკია. კოვიდ ტესტირების ცენტრებთან მოქალაქეების გრძელი რიგებია. ბოლო 24 საათია ლაბორატორიებთან მანქანების და პაციენტების ნაკადი არ წყდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ზამთრის კურორტებზეა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ომიკრონის გავრცელება ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს.

“ომიკრონის გავრცელება მოსალოდნელი იყო ამ ტემპით, ჩვენ რეალურად არანაირი დაცვის საშუალება არ გვაქვს, არ ვიყენებთ ნიღბებს, არ არის ორგანიზებული ვაქცინაცია შესაბამისი რაოდენობით ამიტომ მისი მასიური გავრცელება იქნება და გარკვეული გამოწვევის წინაშე დააყენებს ჯანდაცვის სისტემას“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

გარდა ამისა დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% „ომიკრონის“ შტამია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ვარიანტი მომავალში უფრო გახშირდება.”ლაბორატორიულად გვაქვს 600 შემთხვევა, მაგრამ რამდენიმე ასეული არის კვლევაში. ანუ დიდი ალბათობით მოიმატებს [“ომიკრონის” შემთხვევები”] დღეს და ხვალ. დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო დადასტურებული შემთხვევების 10 პროცენტი არის “ომიკრონი”, – თქვა გამყრელიძემ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, რომელიც ამავდროულად არის იმუნიზაციის საბჭოს წევრის თქმით “ომიკრონის” შტამის გავრცელების გამო კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი პანდემიის პერიოდში გამოვლენილ შემთხვევებს გადაასწრებს.

ამერიკელი ექიმი, ხორხე მორენო, რომელიც კონექტიკუტის კლინიკაში მუშაობს, ამბობს, რომ ომიკრონის გავრცელების გამო საავადმყოფოს უამრავი პაციენტი მიმართავს და მათ უმეტესობას, ყლაპვის დროს, ყელის ძლიერი ტკივილი აქვს.

ამავე სიმპტომზე საუბრობენ ექიმები ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკაში და დიდ ბრიტანეთში – ყელის ტკივილი ომიკრონისთვის მკვეთრად არის დამახასიათებელი. დეკემბერში სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი სადაზღვევო კერძო კომპანიის, Discovery Health-ის ხელმძღვანელმა, რაიან ნოაქმა განაცხადა, რომ პაციენტები ომიკრონის პირველ სიმპტომად ყელის ტკივილის ასახელებენ, რასაც, შემდგომში, ცხვირის გაჭედვა და მშრალი ხველა მოჰყვებოდა.

აპლიკაციის Zoe COVID Symptom Study-ს მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, პაციენტების უმრავლესობისთვის ყელის ტკივილი არის ომიკრონის პირველი სიმპტომი.

მორენო ამბობს, რომ პაციენტები, რომლებიც მას კლინიკაში მიმართავენ, ვაქცინირებულები არიან, რაც კოვიდის მსუბუქ მიმდინარეობას განაპირობებს.

“მათთვის, ვინც ბუსტერი გაიკეთა, ომიკრონი არის თითქმის გაციების მსგავსი – სინუსიტის სიმპტომებით, ყელის ტკივილით. რამდენიმე დღის შემდეგ მათ უკვე შეუძლიათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ” – ამბობს მორენო.

იმის მიუხედავად, რომ ყელის ტკივილი დელტასთვისაც არის დამახასიათებელი, ომიკრონის შემთხვევაში ეს სიმპტომი უფრო ფართოდ არის გავრცელებული. ამასთან, როგორც ვირუსოლოგები ამბობენ, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ომიკრონის დროს გემოსა და სუნს, უმეტესად, არ კარგავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button