მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება

სარეკლამო სტატია - დამკვეთი რეგიონული მედიის ასოციაცია

საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება – მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.

კახეთში სულ  გადამუშავებულია 205 ათასამდე ტონა ყურძენი, მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო. რეგიონში ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 247 მლნ ლარს აღწევს.

ყურძენი საწარმოებს 14 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ლევან მეხუზლა ამბობს, რთველი კახეთში ორგანიზებულად ჩატარდა.

„თვითონ რთველის პროცესი ორგანზებულად და კარგად წარიმართა, თუმცა, რა თქმა უნდა, აღსანიშვნავია სეტყვა, რომელმაც არასასურველი კორექტირებები შეიტანა ამ პროცესში. საბოლოო ჯამში, ყურძენი კახეთში მთლიანად დაბინავებულია და უკვე ბინავდება დასავლეთ საქართველოშიც. წელს განსაკუთრებით აქტიურობდა კერძო სექტორი.“

ლევან მეხუზლას თქმით, რადგან წელს საკმაოდ ტენიანი ზაფხული იყო, რქაწითელი მეტად დაზიანდა და საფერავთან შედარებით ნაკლები გადამუშავდა.

„წელს კახეთში გადამუშავდა დაახლოებით 205 ათასი ტონა ყურძენი. აღსანიშნავია, რომ გაზაფხუზე მოსული დიდი ნალექის და ტენიანი ზაფხულის გამო, რქაწითელი საკმაოდ დაზიანებული იყო და ეს ერთ-ერთი იშვიათი წელია, როდესაც საფერავი  მეტი გადამუშავდა, ვიდრე რქაწითელი. საკმაოდ დაფასდა რქაწითელი და საშუალო ფასმა გადააჭარბა 1,10 ლარს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მევენახეებს არც სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება გასჭირვებიათ, რადგან  სახელმწიფომ  მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„სეტყვის მოსვლის შემდეგ რამდენიმე ლოკაციაზე გაიხნს სახელმწიფო მიმღები პუნქტები. საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმომ,  20 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა, რომელიც, რა თქმა უნდა,  სასპირტე მიმართულებით იქნება წარმართული, “ – აცხადებს ლევან მეხუზლა.

შპს „მოსავლის მართვის კომპანია” მევენახე ფერმერებს კლიმატური პირობების გამო დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0.90 ლარს უხდიდა.

ღვინის კერძო საწარმოებისა და მევენახე ფერმერების სტიმულირების, ასევე მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, კახეთისა და რაჭის რეგიონში მოქმედებდა რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა: კახეთის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებს კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 90 თეთრი. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისთვის – 20 თეთრს.

რაჭის შემთხვევაში, სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარი.

ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა. რაჭაში  გადამუშავებულია 1,7 ათასამდე ტონა ყურძენი; მევენახეების შემოსავალი 11,6 მლნ ლარს აღწევს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო  50-მდე ღვინის კომპანია და მარანი.

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button