მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
უკრაინა-რუსეთის ომში 464 ბავშვი დაიღუპა, 935 კი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 464 ბავშვი დაიღუპა, 935 კი დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.
დონეცკი – 444
ხარკივი – 273
კიევი – 123
ხერსონი – 94
მიკოლაივი – 84
ზაპოროჟიე – 87
ჩერნიგოვი – 68
ლუჰანსკი – 66
დნეპროპეტროვსკი – 66
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 3126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 438 კი მთლიანად განადგურდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.