“საქართველოში სერიოზული ისლამისტური ჯგუფები არსებობს” [Audio]

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საქართველოში “სერიოზული ისლამისტური ჯგუფების” არსებობაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, პანკისის ხეობის გარდა ისლამისტებს დასაყრდენი აჭარაში და ქვემო ქართლშიც გააჩნიათ.

გარდა ამისა, მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ “საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ძალიან ბევრი გარღვევაა, რომელიც ამ სენთან ბრძოლაში სახელმწიფოს ხელს უშლის”.

“ისლამისტური ჯამაათი ჩამოყალიბებული ფორმით მხოლოდ პანკისშია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ჯგუფები არსებობს სააქართველოს კიდევ 2 რეგიონში. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, სალაფიტური, ანუ ვაჰაბიტური, მეჩეთი გვაქვს დედაქალაქში, ფონიჭალაში. ის არ არის დამთავრებული, მაგრამ პროცესი მიდის”, – განაცხადა ექსპერტმა.

მამუკა არეშიძე “ისლამური სახელმწიფოს” განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კავკასიაში უნდა შეიქმას “კავკასიის პროვონცია”.

მოუსმინეთ მამუკა არეშიძის ხმას

მსგავსი პოსტები

Back to top button