ერთსქესიანთა ქორწინება აშშ-ის ყველა შტატში დაუშვეს
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი სქესის წყვილებს დაქორწინების უფლება აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მიეცათ.
“დღეს თანასწორობის მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა. გეი და ლესბოსელ წყვილებს ქორწინების უფლება ეძლევათ, ისევე, როგორც სხვა დანარჩენებს”, – აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელშიც თეთრი სახლი ცისარტყელას ფერებშია გამოსახული. ცისარტყელას ფერები ლგბტ საზოგადოების მრავალფეროვნებას გამოხატავს.
დღემდე ეს კანონი მოქმედებდა მხოლოდ 36 შტატსა და კოლუმბიის ოლქში.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს დიდი ნაბიჯია თანასწორობისკენ გზაზე.