მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში სწორედ 16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობის მოწყობა იმის საფუძველზე, რომ ევროკომისია საქართველოს მოლაპარაკების გახსნაზე უარს ეტყოდა-მდინარაძე

ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში ყველაზე აქტუალური კითხვაა ჩვენს ამომრჩევლებში: რად გინდოდათ და რაში გჭირდებოდათ ეს ამბავი? დღევანდელ დღემდე, ვიდრე ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით ღიად არ ილაპარაკა, მეც გუშინ თავი შევიკავე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჯობია, ბოლომდე გაიხსნას კარტები და ვთქვათ, რომ 16 დეკემბერზე, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა იმართება, იყო დამოკიდებული ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სწორედ 16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობის მოწყობა იმის საფუძველზე, რომ ევროკომისია საქართველოს მოლაპარაკების გახსნაზე უარს ეტყოდა. ამასთან, მომდევნო ოთხი წელი სწორედ ამაზე იყო აწყობილი და ქვეყანაში ევროკომისიის ყოველი სხდომის პარალელურად, ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე, არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი.

“ვერ მოგატყუებთ რომ ევროსაბჭოდან რაიმე დეტალური ინფორმაცია გვქონდა ასე, მაგრამ ჩვენ ინფორმაციები გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან და მათი გეგმებით, 16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე, ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, ვგულისხმობთ იმას, რომ წელიწადში ორჯერ ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება ხოლმე და ტარდება ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ასეთი საკითხები განიხილება და მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი. ამიტომ მოხდა ისე, რომ მათ თქვეს: 300 ათასი და 400 ათასი ხმის გაყალბებას ჩვენ ვერავის ვაჯერებთ, მოდი ახლა დავიშალოთ. პირველ სხდომაზე იცით, რომ 800-მდე ადამიანი შეიკრიბა, საერთოდ არ მოვიდნენ და არ გააპროტესტეს მთავრობის დამტკიცების დღე, ისინი ემზადებოდნენ და მთელ გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბრისთვის. 16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკებაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ – ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა აღარ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

EU 16 დეკემბერს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს

“ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით არის აუცილებელი ევროკავშირში გასაწევრიანებლად, უნდა გადაიდგას“ – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

როგორც დავით მათიკაშვილი ამბობს, თუ 2028 წლამდე ევროკავშირი ჩათვლის, რომ აქვს მზაობა საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნაზე, ამას მმართველი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის შინაარსი, რომელიც იქნა ნათქვამი და გაკეთებული პრემიერის მიერ და რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, ბოლომდე ამის გაანალიზება არ ხდება. ჩვენ ვაპირებთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით არის აუცილებელი ევროკავშირში გასაწევრიანებლად, უნდა გადაიდგას. ამ ნაბიჯების გარეშე არავინ არ მიგვიღებს ევროკავშირში. ეს არის ტექნიკური საკითხი, უამრავი საკითხი, რომ საზოგადოებას კარგად ჰქონდეს გააზრებული ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, თევზჭერა, ენერგეტიკა და ა.შ. ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს, ადეკვატურს გახდის ამ სისტემებში ერთმანეთთან. ჩვენ თავად, ყოველგვარი ევროკავშირისგან მიღებული საბიუჯეტო გრანტების გარეშე, გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა. რადგან, ეს საბიუჯეტო გრანტები და მოლაპარაკებების გახსნა არ გახდეს პედალირების ინსტრუმენტი,“ – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

როგორც ის ამბობს, “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში არსად წერია, რომ რაიმე ფორმით უკან იხევს ევროკავშირთან ინტეგრაციაში.

“ჩვენ არ გვითქვამს, რომ ევროკავშირთან რაიმე ფორმით ვაჩერებთ ურთიერთობას ან ვაჩერებთ პროგრესს. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ისიც ძალიან კარგად იცის, რომ არ გაყალბებულა არჩევნები, ისიც იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და იმასაც გადასარევად უნდა ხვდებოდეს, რომ ერთ კაბინეტში “ქართული ოცნების“ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ხვდება, მეორე კაბინეტში ადეიშვილთან არ უნდა ჰქონდეს შეხვედრები. ამ 4 წლის განმავლობაში, პრემიერმა ბრძანა, რომ თუკი ვინმე გადაწყვეტს და მაგიდაზე დადებს ფურცელს, რომ გავხსნათ ეს მოლაპარაკება, ჩვენ წინააღმდეგი კი არ ვიქნებით, სიამოვნებით მოვაწერთ ხელს.

არსად არ წერია “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში, რომ ჩვენ რაიმე ფორმით უკან ვიხევთ ევროკავშირთან ინტეგრაციაში. ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მიცემა შანტაჟის იარაღად გამოიყენა.

დღეს, როდესაც მოლაპარაკება აქვს გახსნილი, მაგრამ რეალურად არ დაწყებია არც ერთ ქვეყანას, საქართველოს შემთხვევაში მოლაპარაკების გახსნის საკითხს, პედალირების, მუქარის და შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ. ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ, ჩვენი ხარჯით, ყოველგვარი მათი საბიუჯეტო შემოსულობების გარეშე იმ ტექნიკურ ნაბიჯებს, რომლებიც არის დაკავშირებული ევროკავშირთან ხელშეკრულებების შესრულებაზე, ჩვენ თვითონ გადავდგამთ 2028 წლამდე. თუ მანამდე ევროკავშირი ჩათვლის, რომ აქვს მზაობა ჩვენთან მოლაპარაკების გახსნაზე, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და სიხარულით მოვუწერთ ხელს. ხოლო თუ ასეთი რამ არ იქნება, 2028 წელს, უკვე საქართველო თვითონ მოახდენს მოლაპარაკების კვლავ გახსნის ინიცირებას,“- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

“ქართული ოცნების“ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის, დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო, პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა.

დღეს ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა და თქვა, რომ ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი 4 წლით გააჩერა. ელჩის ამ განცხადებას მმართველ გუნდში დეზინფორმაციას უწოდებენ.

“მე მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს – თქვენ თუ მართლა გულწრფელად გინდათ საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნა, მაშინ გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ნახავთ არამარტო ჩვენს მზაობას, არამედ ნახავთ, რომ ჩვენ ვართ მზად, უპირატესობა გვაქვს ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ და, ასევე, ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოების მიმართ. სამწუხაროდ, თქვენ ამ მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმს იყენებთ იმისთვის, რომ საქართველოში რადიკალიზაცია გაღვივდეს. ახლაც კი, როცა გამოხვედით, აბსოლუტურად სხვა ნარატივი წაიყვანეთ, ვიდრე იყო ნათქვამი ირაკლი კობახიძის წერილში. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ კი ვართ მზად მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენ არ გველაპარაკებით,“ – აცხადებს “ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.

უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს წყვეტს. სინამდვილეში, ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა, როცა განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველო კვლავ დასავლური ღირებულებების ერთგულია და სრულად ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

“უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა, როცა განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

ევროკავშირისგან განსხვავებით საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული რჩება, ჩვენ არათუ ვაჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს არამედ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის, სრულად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს და ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. დასავლეთის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად მზად 2030 წელს მზად იქნება, საქართველომ პრაგმატული პოლიტიკა აირჩია, ჩვენ არ ვაპირეთ წინ აღმართულ კედელთან შეჯახებას, რომლის შედეგი მხოლოდ თვით დაზიანება იქნებოდა”, – წერს დავით ჩიხელიძე.

დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და “ოკ“ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას. გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50 იანებში დასრულდა European Union in Georgia, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რასაც ევროპელი მეგობრები დღეს საქართველოს უკეთებენ, ამას უთხრეს უარი ქართველებმა 90 იანებში, რუსის ტვინით და პროპაგანდით აზროვნება რომ არ უნდოდათ.

“მოვა დრო და ჩვენ ევროპელ მეგობრებს (ელჩებს), საჯაროდაც მოერიდებათ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა. კულისებში როგორ იმართლებენ თავს, ისედაც კარგად ცნობილია.

რასაც თქვენ დღეს საქართველოს უკეთებთ, ამას ვუთხარით უარი 90 იანებში, რუსის ტვინით და პროპაგანდით აზროვნება რომ არ გვინდოდა. უმრავლესობა, თქვენდა სამწუხაროდ, ცოცხლები ვართ და კარგად გვახსოვს თქვენი შეშფოთება ან საერთოდ იგნორი – 90 იანებში, 2008 ში და მთელი ის 9 წელი, როდესაც ნაცები გვატერორებდნენ.

დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია?

გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას.

გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50 იანებში დასრულდა European Union in Georgia“, – წერს მაია ბითაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button