საქართველოში ტაქსების მძღოლების პროფკავშირები დაფუძნდა

საქართველოში ტაქსების მძღოლების პროფკავშირები დაფუძნდა. ტაქსის კომპანიებში დასაქმებული მძღოლები საკუთარი უფლებების დასაცავად ერთიანდებიან.
მათი განმარტებით, მერია ტაქსებთან მიმართებაში რეგულაციების განხორციელებას აპირებს. პროფკავშირების წევრები მოითხოვენ, რომ რეგულაციების განხორციელებაში ჩართული იყვნენ ტაქსების პროფკავშირები და ერთობლივად მოხდეს რეგულაციების განხორციელება.
“მერიამ უნდა ჩაგვრთოს რეგულაციების პროცესში, თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ბევრი კითხვის ნიშანი გაგვიჩნდება“, – განაცხადა ტაქსების პროფკავშირების თავმჯდომარე ნანა ფილაურმა.