მნიშვნელოვანისაქართველო
,,სარაჯიშვილზე” მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/05/20190124211517638522960_photo-1.jpg)
მეტროსადგურ ,,სარაჯიშვილზე” მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა, მას მომავალმა მატარებელმა გადაუარა. ახალგაზრდა მამაკაცი, ადგილზევე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურები.
ტრაგედიის გამო, დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.