მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
		
	
	
თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ხდება

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. ინფრომაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
პარლამენტმა განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას 16 მარტს დაუჭირა მხარი.
 
				 
 



