
სირიაში აშშ-ის სამხედრო ძალების წინააღმდეგ რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოყოლია, მიმდინარეობს ზარალის შეფასება. ინფორმაციას, სირიაში აშშ-ის მისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 28 ივნისს ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები დაბომბა.