მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

„მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა. პროცესი დისტანციურად ჩატარდა.

გიორგი რურუა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ფინანსურად ეხმარებოდა.

ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუას კი, პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. ოპოზიცია ერთხმად აცხადებდა, რომ ხელისუფლებისგან 8 მარტს მიღებული სიტყვიერი დაპირებით, უნდა შეწყვეტილიყო პოლიტიკური ნიშნით გასამართლების პროცესი და უნდა გათავისუფლებულიყო ოთხი პატიმარი, მათ შორის, გიორგი რურუა.

მსგავსი პოსტები

Back to top button