სასამართლომ ჰერეთის წინააღმდეგ დავა შეწყვიტა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კომუნიკაცების ეროვნული კომისიის(GNCC) მოთხოვნა დააკმაყოფილა და დავა სასამართლოში დღეს შეწყვიტა – ამის შესახებ რადიო ჰერეთს სააპელაციო სასამართლოდან აცნობეს. 

საპელაციო სასამართლოს, მოსარჩელე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სარჩელი ჰერეთის და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ დღეს, 16 ივნისს უნდა განიხილა, თუმცა კომისიამ თავისივე სარჩელზე უარი თქვა და უკან გაიწვია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კი ავტომატურად ძალაში შევიდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომისიამ ხელახლა უნდა განიხილოს რადიო ჰერეთის დოკუმენტაცია და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანოს. ასეთ შემთხვევაში კი რადიოკომპანია 8 წლიანი ლოდინის შემდეგ, თბილისშიც, FM93.5-ზე დაიწყებს მაუწყებლობას.

პირველმა ინსტანციის სასამართლომ 2014 წლის 27 იანვარს ჰერეთის სარჩელი საქართველოს კომუნიკაციბის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ დააკმაყოფილა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომისიას ხელახლა უნდა განეხილა  2013 წლის 26 აგვისტოს კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებელ კონკურზე წარდგენილი კონკურსანტის სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დოკუმენტაცია და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოეტანა.

ჰერეთმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა სამაუწყებლო ლიცენზია მის ნაცვლად კომპანია”ენერჯი გრუპს” მიენიჭა, რომელიც მედიაში გახმაურებული ინფორმაციის შემდეგ მალევე ჩამოართვა კომისიამ.

ჰერეთის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button