მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ნიკა მელია რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებას მალე დატოვებს.

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button