სასამართლოს კოლეგიამ ნიკა გვარამია თანამდებობაზე აღადგინა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველს რევაზ საყევარიშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა, დავით დვალს კი გაუუქმდა.

შესაბამისად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილება აღუდგა ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას. ამის შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომლის თქმითაც, მან ეს ინფორმაცია ზეპირი ფორმით სასამართლოდან შეიტყო, თუმცა განჩინებას სავარაუდოდ ხვალ დილით ჩაიბარებს.

მისი თქმით, ეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაა, რომლის დეტალების შესახებ ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button