სასწორების პროგრამული გაყალბებისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზურაბ გედევანიშვილი კომპიტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, ე.წ. „სტამბოლოს ბაზრის“ ტერიტორიაზე სისტემატურად ამზადებდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც შემდგომში პროდუქციის ასაწონ სასწორებში ამონტაჟებდა და მის რეალიზაციას სხვადასხვა მარკეტებსა და საცალო ბაზრობებზე ახდენდა.

ელექტროსასწორებში ჩამონტაჟებული მოწყობილება სპეციალური დისტანციური მართვის პულტებით იმართებოდა, რაც გამყიდველს საშუალებას აძლევდა, ხელოვნურად გაეზარდა პროდუქციის წონა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ სხვადასხვა ობოექტებიდან ამოღებულია სასწორები, რომელიც განკუთვნილი იყო მომხმარებლის მოსატყუებლად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button