რეგიონისაქართველოსიახლეები
“სასულიერო პირების ვაქცინაციაში ჩართვაზე კომისია იმსჯელებს”

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იმსჯელებს, ჩაერთვებიან თუ არა სასულიერო პირები COVID-19-ის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციაში.
მისი თქმით, კომისია სინოდის სხდომაზე წარადგენს ანალიზს, რის შემდეგაც სინოდი დასკვნას მიიღებს.
როგორც მეუფე გერასიმე აღნიშნავს, ის არამხოლოდ ვაქცინაციის, არამედ სასულიერო პირების მასობრივი ტესტირების წინააღმდეგიცაა.