მნიშვნელოვანირეგიონი

საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი იპოვეს. ინფორმაციას ქვემო ქართლის ტელევიზია ავრცელებს.

ბავშვი სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ექმიების თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ახალშბილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button