საწვავი გაძვირდა
საწვავზე ფასები ზოგიერთ ქსელში დღეს 5 თეთრით გაძვირდა.
კომპანია “გალფის” წარმომადგენლის, ნინო ჯიბლაძის განცხადებით, “გალფის ქსელში დილიდან 5 თეთრით გაძვირდა ყველა პროდუქტი”.
ამ ეტაპაზე არსებულ ფასებს ინარჩუნებს ”ლუკოილი”, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ფასების მატება გარდაუვალია.