ამერიკამ იემენს 68 მილიონი დოლარი გამოუყო

აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა, რათა იემენს ჰუმანიტარული კატასტროფა დააძლევინოს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, ამჟამად, სამუშაო ვიზიტით აფრიკულ ქვეყნებს სტუმრობს. ჯიბუთის რესპუბლიკაში ყოფნისას, მან განაცხადა, რომ უახლეს ხანში, ამერიკა იემენს დაპირებულ ტრანშს აუცილებლად გადაურიცხავს.

“ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის გადაცემული თანხა 16 მილიონ ადამიანს დაეხმარება, რომლებიც იემენის კონფლიქტის დროს დაზარალდნენ. 300 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, რომ სამშობლო მიეტოვებინა და რესპუბლიკიდან გადახვეწილიყო”, – განაცხადა ჯონ ქერიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button