ბარსელონამ ბავარია გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბარსელონამ ბავარია გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.

კატალონიელებმა მიუნჰენელებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. 77-ე და 80-ე წუთებზე დუბლი კატალონიელთა ლიდერმა მესიმ გაიფორმა, დამატებით დროში კი ნოიერის კარი ნეიმარმა დალაშქრა.

განმეორებითი შეხვედრა მიუნჰენში 12 მაისს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button