საუდის არაბეთი: საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა[Video]

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიზანის ერთ-ერთ კლინიკას ხანძარი გაუჩნდა. შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 107-მა კი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო, – იუწყება საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო.

ცეცხლი დილით რეანიმაციის განყოფილებას მოეკიდა და მეხანძრეები მას ამ დრომდე ებრძვიან.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ტრაგიკული შემთვევის მოკვლევა უკვე დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button