მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერმა მარიუპოლის წინააღმდეგ შეტევა განაახლა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, იმ 9 მიმართულებაზე უკრაინაში, სადაც რუსეთის ჯარები დაწინაურებული იყვნენ, ოკუპანტი მხოლოდ დონეცკში, ლუგანსკსა და სანახევროდ მარიუპოლში რჩება. მისივე განმარტებით, ხერსონის ოლქში ოკუპანტის ჯარი თავდაცვის რეჟიმშია.

“რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზის 43-ე დღეს პოლიტიკურ ვითარებას უკრაინის ხელისუფლება და თავდაცვის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აკონტროლებს. იმ 9 მიმართულებაზე, სადაც რუსეთის ჯარები დაწინაურებული იყვნენ, მტერი მხოლოდ დონეცკში, ლუგანსკსა და სანახევროდ მარიუპოლში რჩება. რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში წინ აღარ მიიწევს, არამედ თავდაცვის რეჟიმშია.

მტერმა ასევე განაახლა შეტევა მარიუპოლის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინის ჯარები რთულ პირობებში იცავენ თავს. მთავრობა მათ ყველა შესაძლო დახმარებას უწევს. აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს ლუგანსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით, რუბეჟნოეს, პოპასნაიასა და სევეროდონეცკის მახლობლად. ეს ის ადგილებია, სადაც ჩვენი ჯარები იკავებენ ხაზს, იწყებენ კონტრშეტევებს და მტერს ძალიან რთულ ვითარებაში აკავებენ,” – აცხადებს არესტოვიჩი.

რუსეთ უკრაინის ომის გამო სენატმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამა, “ლენდ-ლიზი” აღადგინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის დამარცხებაში დაეხმარა და რომლითაც მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე შეუძლია. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

საკანონმდებლო აქტი, ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას. როგორც Politico წერს, “უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის” აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.

ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნული ტაქტიკა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button